აპირებს თუ არა "ოცნება" ევროინტეგრაციის გზაზე პრეზიდენტთან თანამშრომლობას - რას ამბობს მდინარაძე
აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობას - მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ კომპეტენციების აღრევა არ იქნება, "ოცნება" ყველასთან ითანამშრომლებს.
"თავისი კომპეტენციის ფარგლებში არათუ ვითანამშრომლებთ, არამედ მივეხმარებით კიდეც. მთავარია გაიგოს საქართველოს პრეზიდენტმა რა არის მისი კომპეტენციის ფარგლები და არ გადავიდეს სხვისი კომპეტენციის ფარგლებში. თქვენ წარმოიდგინეთ ექიმმა, რომ პოლიციელის საქმე აკეთოს, ან პოლიციელმა აკეთოს სტატისტიკოსის საქმე და ა.შ. ასეთი კომპეტენციების აღრევა თუ არ იქნება, ბუნებრივია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვითანამშრომლებთ. ოღონდ ამ ქვეყანაში ყველამ თავისი საქმე გაიგოს და ჩვენ მზად ვართ, ყველას მივეხმაროთ გაგებაშიც, აღქმაშიც, მის შესრულებაშიც და აღსრულებაშიც. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით", - აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.