ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გზას კვალავს უფრო ძლიერი ევროკავშირისკენ - ზელენსკი

08.11.23 18:09
ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გზას კვალავს უფრო ძლიერი ევროკავშირისკენ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გზას კვალავს უფრო ძლიერი ევროკავშირისკენ.

"მივესალმები დღევანდელ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, რათა დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ძლიერი და ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გზას კვალავს უფრო ძლიერი ევროკავშირისკენ უკრაინასთან და მის წევრებთან ერთად. 

მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და პირადად ურუსლა ფონ დერ ლეიენს უკრაინისა და ჩვენი ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. უკრაინა აგრძელებს რეფორმების გზას და ელოდება დეკემბერში ევროკომისიის გადაწყვეტილებას",- - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

მსგავსი სიახლეები