"ოცნებაა" პასუხისმგებელი, რომ საქართველო დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ არის" - იუკნევიჩიენე

08.11.23 18:17
"ოცნებაა" პასუხისმგებელი, რომ საქართველო დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ არის" - იუკნევიჩიენე

გავლენიანი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე "ქართულ ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, რომ დღეს საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ არის.

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველმა ხალხმა გადაარჩინა - ამჟამინდელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც ამ პროცესში ლიდერი იყო, დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ არის. ეს არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ".- წერს იუკნევიჩიენე.

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაცია, რომ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები