წინ დიდი გამარჯვებები გველოდება - სოფო ჯაფარიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე ევროკომისიის გაცემულ რეკომენდაციას ეხმაურება და ამბობს, რომ დღევანდელი დღე ქართველი ხალხის გამარჯვებაა.
სოფო ჯაფარიძის თქმით, ქართველ საზოგადოებას წინ არაერთი დიდი გამარჯვება ელოდება.
მინდა მივულოცო ქართველ ხალხს დღევანდელი დღე. დიდი ნაბიჯი ევროპისკენ!
სიმბოლურია, რომ ერის მამის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მოხდა, ჩნდება იმედი ქვეყნის დასავლური მომავლისა და თავისუფლებისთვის .ჩემო ძვირფასებო, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, დღევანდელი დღის წარმატება
შექმნა, მხოლოდ და მხოლოდ, ქართველმა ხალხმა! იმ ადამიანებმა , რომლებიც წლებია იბრძვით თავისუფლებისთვის! წინ დიდი გამარჯვებები გველოდება - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.