მხოლოდ სამართლიანი არჩევნები მოგვცემს საკმარის მტკიცებულებას დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ - აუსტრევიჩუსი

08.11.23 18:55
მხოლოდ სამართლიანი არჩევნები მოგვცემს საკმარის მტკიცებულებას დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ - აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმაურება და წერს, რომ მხოლოდ სამართლიანი არჩევნები მოგვცემს საკმარის მტკიცებულებას დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ.

"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციისას, ევროკომისია ადგენს განსახორციელებელი რეფორმების არსებით ჩამონათვალს. მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 2024 წელს მოგვცემს საკმარის მტკიცებულებას დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ." - წერს აუსტრევიჩუსი.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები