ისტორიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი - ქართველი ხალხის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა
ქართველი ხალხის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა. 2023 წლის რვა ნოემბერს ჩვენი ქვეყნის ისტორიის კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი ფურცელი დაიწერა. საქართველოს მოქალაქეების განაცხადი და მიზნისკენ უკომპრომისო ბრძოლა, რომ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, ასე დაგვირგვინდა - ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ეს კი ქართველი ხალხის დამსახურებაა.
ამიტომ დღეს ყველაზე მეტი მილოცვა სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კარგად იციან, რომ მოსახლეობის 90 პროცენტის არჩევანი ევროპაა და ეს ბევრჯერ დამტკიცდა. გარდამტეხი მარტის მოვლენები იყო, როცა ათიათასობით ქართველი რუსთაველზე ერთი მოთხოვნით გაერთიანდა, ჩვენ გვინდა ევროპა. ქალი ევროკავშირის დროშით ხელში- ერთი ფოტო მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს სიმბოლოდ იქცა.
ფიტოს ავტორი - ზურაბ ცერცვაძე /AFP
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.