ქართველები არიან ევროპელები, მტკიცედ ვუჭერთ მხარს კომისიის რეკომენდაციას - ევროპარლამენტარების განცხადება

08.11.23 19:16
ქართველები არიან ევროპელები, მტკიცედ ვუჭერთ მხარს კომისიის რეკომენდაციას - ევროპარლამენტარების განცხადება

საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები - ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემისთვის რეკომენდაციის გაცემას ევროპარლამენტარების ნაწილი განცხადებით ეხმაურება. 

განცხადებას, რომელსაც ხელს პეტრას აუსტრიევიჩუსი, ვიოლა ვონ კრამონი, ანა ფოტიგა, მაიკლ გალერი, მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბიულიუსი და სვენ მიკსერი აწერენ, ნათქვამია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არ ჰქონია ნება, რომ 12 რეკომენდაცია შეესრულებინა.

"საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიის გაფართოების შესახებ წლიურმა ანგარიშმა. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს კომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს დათქმებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა ნება, შეესრულებინა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირთან, ქართველ ხალხთან, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკურ ლიდერთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან და სამოქალაქო საზოგადოების ბევრ წარმომადგენელთან, რომელთან ნებაც აღმოჩნდა უფრო ძლიერი, მათი ევროპელობა კი უფრო მდგრადი. მათი და მხოლოდ მათი დამსახურებაა ეს ისტორიული მიღწევა", - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები