ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველოსთვის ახალი წამზომი ჩაირთო

08.11.23 20:47
ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველოსთვის ახალი წამზომი ჩაირთო

 

 

საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ამ სიტყვებს დღეს მთელი საქართველო ელოდა. 8 ნოემბერი უკვე ჩაიწერა ქვეყნის ისტორიაში, როგორც ევროპული ოჯახისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ქართველი ხალხის ბრძოლამ სტატუსისათვის შედეგი გამოიღო.  მთავრობის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების მიუხედავად ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს  - ამ სიტყვებით მიმართა დღეს საზოგადოებას ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

რეკომენდაცია გაცემულია, თუმცა დეტალურად გაწერილი დათქმებით. ქვეყანას ერთი წელი აქვს იმისთვის, რომ პირობები შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების ფანჯარა. ბრიუსელი სწრაფ და ეფექტურ რეფორმებს ელოდება.  დღეს კი ქართველი ხალხი  მილოცვებს იღებს. სწორედ დღეს გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე ევროკავშირის ქვეყნების 27 ლიდერმა დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები