"ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა ევროკომისიის გადაწყვეტილების ჩასაშლელად - ხაზარაძე
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართველ ხალხს ევროკომისიის მიერ გაწეულ რეკომენდაციას ულოცავს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა ევროკომისიის გადაწყვეტილების ჩასაშლელად, საზოგადოებამ მაინც გაიმარჯვა..
ხაზარაძე მიიჩნევს, იმისათვის, რომ ქვეყანამ დემოკრატიულად განვითარება დაიწყოს ერთადერთი გზა მმართველი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ჩამორთმევაა.
მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს დღევანდელი გადაწყვეტილება. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველი ხალხი ელოდებოდა საუკუნეების განმავლობაში, თუმცა ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ", რომელიც რუსულ ხელისუფლებას წარმოადგენს საქართველოში, ყველაფერი გააკეთა ამ გადაწყვეტილების ჩასაშლელად. აღარ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ რისი გადალახვა მოგვიწია ქართველ ხალხს იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები, რომ ქართველ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და არა მარტო სტატუსი, არამედ წევრობა. ახლა არჩევანი არის, რომ "ქართული ოცნება" ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას დემოკრატიული გზით და ქვეყანამ დაიწყოს სწრაფი განვითარება იმისთვის, რომ ნამდვილი, სრულუფლებიანი კანდიდატის სტატუსი მივიღოთ მომავალში, რადგან ჩვენმა ხალხმა ამდენი ბრძოლის შემდეგ მიიღოს ის ბენეფიტი, სიკეთე, რომელიც ეკუთვნის - აღნიშნა ხაზარაძემ.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.