"მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს ვესაუბრე, მთხოვეს, გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული" - პრეზიდენტი

08.11.23 20:37
"მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს ვესაუბრე, მთხოვეს, გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული" - პრეზიდენტი

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ევროკომისიის გადაწყვეტილება მიულოცა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ორი ქვეყნის ლიდერმა პრეზიდენტს ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარულის გადაცემა სთხოვა.

მე დღეს უკრაინის პრეზიდენტს და ცოტა ადრე, მოლდოვის პრეზიდენტს ვესაუბრე, მათ მიულოცე. მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია და ეს არის მათთვის დიდი ნაბიჯი და ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მივულოცე ჩვენგან, ყველასგან. მათ მთხოვეს, რომ ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული გადმომეცა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სამივე ერთად ვივლით ამ გზაზე და აღმოვჩნდებით ევროპის სრულუფლებიანი წევრები და გავაკეთებთ ყველაფერს  ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, რადგან ეს არის ის, რასაც ევროპა ჰპირდება". - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები