მივემგზავრები პარიზში, ფორუმს პრემიერიც დაესწრება - პრეზიდენტი "ოცნებას" კვლავ დაუმორჩილებლობას უცხადებს?

08.11.23 20:44
მივემგზავრები პარიზში, ფორუმს პრემიერიც დაესწრება - პრეზიდენტი "ოცნებას" კვლავ დაუმორჩილებლობას უცხადებს?

მივემგზავრები პარიზში, ფორუმს პრემიერიც დაესწრება - პრეზიდენტი "ოცნებას" კვლავ დაუმორჩილებლობას უცხადებს.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის წინ სიტყვით გამოსვლის დროს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებდა.

რაც შემეხება მე, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატის სტატუსის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი, სადაც პანელში უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად. პანელი განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა ორივეს, დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

უცნობია, საქართველოს პრეზიდენტის პარიზში მთავრობასთან შეთანხმებით მიდის, თუ პრემიერის ადმინისტრაციისთვის ვიზიტის შესახებ ნებართვა არ უთხოვია.

პარიზის მშვიდობის ფორუმის დღის წესრიგის თანახმად, პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლა 10-11 ნოემბერს არის დაგეგმილი, ახლა მთავარი კითხვაა, რა აქცენტები ექნება პრეზიდენტს და რაზე ისაუბრეს, პარიზში მასთან ერთად მყოფი პრემიერი.

მსგავსი სიახლეები