მიუხედავად პოლიტიკური მიკერძოებულობისა, ხელმოწერა ღია არის ყველასთვის - პრეზიდენტმა პირველი ხელმოწერა დააფიქსირა
ევროკავშირში გასაგზავნი ხელმოწერების ათვლა დაიწყო - დღეს საქართველოს პრეზიდენტი იყო პირველი, რომელმაც თავისი ხელმოწერა საჯაროდ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ხელმოწერა ღია არის ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური მიკერძოებულობისა.
ზურაბიშვილმა კიდევე ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას ხელის მოწერისკენ, რადგან მისი თქმით, სწორედ ახლა და ამით წყდება საქართველოს მომავალი.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხელმოწერა ღია არის ყველასთვის. დღეს ჩვენ ყველა დავპატიჟეთ, პოზიცია, ოპოზიცია. არ ვიცი, ყველა მოვიდა თუ არა, მაგრამ დღეს ჩვენ ვიძლევით ერთიანობის საშუალებას. ხელმოწერა ღია არის ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური მიკერძოებულობისა. ამ ხელმოწერაში მიკერძოებულობას ადგილი არ აქვს. ყველა, პატარა, დიდი, რაც არ უნდა იყოს მისი პოლიტიკური თუ რელიგიური მსოფლმხედველობა, ხელი ყველამ უნდა მოაწეროს, რადგან ეს არის საქართველოს მომავალი. ახლა მინდა, წაგიკითხოთ ჩვენი მიმართვა და პირველი მე მოვაწერ ხელს, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.