მეუფე სპირიდონი გადააყენეს - ნინოწმინდის პანსიონის მმართველი მეუფე იაკობი გახდა

14.06.21 17:38
მეუფე სპირიდონი გადააყენეს - ნინოწმინდის პანსიონის მმართველი მეუფე იაკობი გახდა

ნინოწმინდის პანსიონი ჟურნალისტებისთვის დღეს პირველად, ახალი ამბით გაიხსნა - ტვ პირველის კორესპონდენტის ცნობით, სკანდალში გახვეული მეუფე სპირიდონი თანამდებობიდან გადააყენეს. მის ადგილზე კი ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი, დანიშნეს. 

საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონი პირადი განცხადების საფუძველზე, პატრიარქთან შეთანხმებით, დატოვა

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ნინოწმინდის პანსიონს წლების მანძილზე სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი, მართავდა.

სახალხო დამცველი პანსიონში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე წლების განმავლობაში საუბრობდა. 

პანსიონის ბენეფიციარებიც გამოჩნდნენ, რომლებიც  დასჯის სასტიკ მეთოდებზე ღიად საუბრობენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმადაც  ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები გაიყვანეს. 

ამ ეტაპზე დაწესებულებაში 23 ბენეფიციარი რჩება. პანსიონში შესვლის უფლებას ომბუდსმენს ამ დრომდე არ აძლევენ.