ვიმედოვნებ, ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიის დაყოფის დასრულებას ხელს შეუწყობს - ჰერჩინსკი

08.11.23 21:07
ვიმედოვნებ, ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიის დაყოფის დასრულებას ხელს შეუწყობს - ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩნსკიმ ორბელიანის სასახლის წინ საზოგადოებისთვის მიმართვის დროს იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაყოფის დასრულებას.

დღეს, როცა ყველანი ერთად ვგლოვობთ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მე ვიმედოვნებ, რომ ევროკომისიის მიერ მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილება, ასევე წაახალისებს ოკუპირებული ტერიტორიებს, რომ მიუახლოვდეს დანარჩენ ქვეყანას და ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიის ტრაგიკული დაყოფის დასრულებას - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია, მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი დიდი აღიარებაა პროგრესის, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია.

ნამდვილად ისტორიული დღეა. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მე მინდა გულწრფელად მოგილოცოთ და მივულოცო ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში. მინდა მივულოცო საქართველოს პრეზიდენტს მისი ძალისხმევისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ ყველას, თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს. თქვენ თანმიმდევრულად უჭერდით მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის დიდი აღიარება ევროკავშირის მხრიდან იმ პროგრესისა, რომელსაც მიაღწიეთ ბოლო წლებში და იმ მხარდაჭერისა საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ინტეგრაციისა.

დღეს პოზიტიურ რეკომენდაციებს შორის ხაზგასმული იყო, რომ ევროკავშირი აღიქვამს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს სამეზობლოში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებაში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები