ეს არ არის ომის მოგება, ეს არის ბრძოლის მოგება - ხაზარაძე ევროკომისიის რეკომენდაციაზე
"ეს არ არის ომის მოგება, ეს არის ბრძოლის მოგება" - განცხადება ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე "ლელოს" ლიდერმა "ტვ პირველზე" "საჯარო პოლიტიკაში" გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ბევრი სერიოზული ბრძოლა აქვს მოსაგები.
ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სრული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ერის გაერთიანებაა საჭირო.
ეს არ არის ომის მოგება, ეს არის ბრძოლის მოგება, ერთ-ერთი ბრძოლის მოგება, ჩვენ გვაქვს წინ სერიოზული ბრძოლები მოსაგები და რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს მოსაგები ბრძოლა, რასაც საქართველოს სრული თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია, ამას შეძლებს ერის გაერთიანება, ამბიციების უკან გადაწევა და პარტნიორებთან დაგეგმვა, რომ ადამიანებმა იგრძნონ, ევროპა არ არის ქაღალდზე დაწერილი, დეკლარირებული რამ, ევროპა არის პროგრესი - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.