თუ არჩევნების დროს სიყალბეზე თვალი დავხუჭეთ, ვერც ვაშინგტონიდან და ვერც ბრიუსელიდან ვერავინ დაგვეხმარება - ხაზარაძე

08.11.23 21:55
თუ არჩევნების დროს სიყალბეზე თვალი დავხუჭეთ, ვერც ვაშინგტონიდან და ვერც ბრიუსელიდან ვერავინ დაგვეხმარება - ხაზარაძე

გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისი, რომელიც ამერიკიდან ჩამოვა, საკმარისი პირობა არის თუ არა, რომ 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარდება -  "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ თუ სიყალბეზე თვალი დავხუჭეთ, ვერც ვაშინგტონიდან და ვერც ბრიუსელიდან ვერავინ ვერ დაგვეხმარება.

ხაზარაძე ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოში არსებული პრობლემები, მხოლოდ და მხოლოდ, საზოგადოების გადასაწყვეტია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საერთაშორისო პარტნიორების როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კოლეგები საქართველოს ზურგს უმაგრებენ.

ჩემი მთავარი გზავნილი არის ეს, რომ საქართველოს საქმეები ჩვენი გადასაწყვეტია . ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენ უნდა მოვუაროთ ჩვენ თავს. ეს სახელმწიფოები, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი სურვილის ასრულებაში დაგვეხმარებიან. ჩვენ თუ სიყალბეზე თვალი დავხუჭეთ, ვერც ვაშინგტონიდან და ვერც ბრიუსელიდან ვერავინ ვერ დაგვეხმარება. აქ გადამწყვეტია, რომ ფეხზე დავდგეთ ყველა და ვთქვათ, რომ გადამწყვეტი მომენტია საქართველოს ისტორიაში. ეს გადამწყვეტი მომენტი დადგა უკვე. ვხედავთ, რა პროცესების თანამონაწილეები ვართ. ომი მიდის ჩრდილოეთში, სამხრეთში, გადანაწილება მიდის ტერიტორიების. ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყანაში რაიმეს შეცვლა შეუძლია, ეს არის ქართველი ხალხი", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.