შტატები გიგზავნით ყველაზე გულწრფელ მილოცვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი - აშშ-ის ელჩი
"ჩვენ, აშშ-ს გვიყვარს საქართველო, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი", - ასე მიმართა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგენმა ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.
დანიგენმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეერთებული შტატების გულწრფელი და თბილი მილოცვა გადასცა და ხაზი გავუსვა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირთან, საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ გამჟღავნდეს ქართველი ხალხის სრული ევროკავშირის მომავალი წევრობის პოტენციალი.
დიდი მადლობა, საქართველო. შეერთებული შტატები ნამდვილად გიგზავნით ყველაზე გულწრფელ და თბილ მილოცვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს მიღწევა ნამდვილად მნიშვნელოვანია და ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს სტატუსზე და თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადაიდგა. გილოცავთ! მინდა მივულოცო ევროკავშირს იმ გაწეული შრომისთვის, რომლითაც გაფართოების პროცესში მხარი დაუჭირა საქართველოს და ევროკავშირმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა და ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირთან, ქალბატონ პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ გამჟღავნდეს ქართველი ხალხის სრული ევროკავშირის მომავალი წევრობის პოტენციალი.
კიდევ ორი რამის თქმა მინდა, ქალბატონმა პრეზიდენტმა ილაპარაკა იმ ქართველებზე, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს თავიანთი სახელმწიფოსთვის. დღეს ვეტერანთა დღეა შეერთებულ შტატებში, დღე, როდესაც პატივს მივაგებთ ჩვენს ჯარისკაცებს და ქართველმა ჯარისკაცებმა აშშ-ის მისიებში მსხვერპლი გაიღეს და საქართველოს მადლობას ამისთვისაც ვუხდით. პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა გაზიარებულ ისტორიასა და ფასეულობებზე. და ჩვენ ასევე გაზიარებულ მომავალზე ვლაპარაკობთ. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი, - ამბობს რობინ დანიგენი.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.