ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას მოგვილოცა, ჩვენ მივულოცეთ მეგობრულ ქართველ ხალხს - ზელენსკი

08.11.23 21:56
ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას მოგვილოცა, ჩვენ მივულოცეთ მეგობრულ ქართველ ხალხს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებით შეფასებას ულოცავს.

იგი მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს მალტაში მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მოგვილოცა. მე მივულოცე მეგობრულ ქართველ ხალხს უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არსებული ძალისხმევის დადებითი შეფასება ევროკომისიის მიერ. 

მე მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მალტაში მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის. 

ასევე, დავაყენე საკითხი, უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს წვდომა შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე", - წერს ზელენსკი.