მხოლოდ ჩვენ კი არ გვჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირსაც ვჭირდებით ჩვენ - გვარამია

08.11.23 22:39
 მხოლოდ ჩვენ კი არ გვჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირსაც ვჭირდებით ჩვენ - გვარამია

 მხოლოდ ჩვენ კი არ გვჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირსაც ვჭირდებით ჩვენ  - "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია "საჯარო პოლიტიკაში" ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ეხმაურება და ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროკავშირმა ქართველ ხალხს დაუმტკიცა, რომ მათ საქართველო სჭირდებათ.

გვარამია მიიჩნევს, რომ ახლა ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ევროპელ ოჯახში ინტეგრაციისთვის.

ჩვენ ყოველთვის უნდა გავუსვათ ხაზი, რომ არა მხოლოდ ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირი, არამედ ევროკავშირსაც აინტერესებს საქართველო. მხოლოდ ჩვენ კი არ გვჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირსაც ვჭირდებით ჩვენ. ამით უნდა ვიამაყოთ. დღეს გამოჩნდა, რომ მათ შემადგენლობაში საქართველო აინტერესებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროევროპული ხალხი კი არა ევროპული ხალხი ვართ. ჩვენ ბედის უკუღმართობით არ ვართ ჯერ ევროპაში, საბჭოთა კავშირს ვგულისხმობ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიყოთ იქ, რადგან ეს არის ჩვენი ოჯახი. ჩვენ ამ ცივილიზაციას მივეკუთვნებით - აღნიშნა გვარამიამ. 

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.