კომპლექსური სასჯელი რუსეთს და "ოცნებას" - გვარამია ევროკომისიის რეკომენდაციაზე
ეს არის კომპლექსური სასჯელი რუსეთს და "ოცნებას" - ასე ეხმაურება გვარამია ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას.
გვარამია ამბობს, რომ მიზეზი, თუ რატომ გასცა ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია, არის ის, რომ დაისაჯოს რუსეთი.
როდესაც ეკითხები, რა იყო მთავარი მოტივაცია - გვპასუხობენ, ჩვენ დავსაჯეთ რუსეთი და ვაჩვენეთ, რომ ეს არის ჩვენი ინტერესების სფერო, ჩვენი ტერიტორია, აი ამას გვპასუხობენ. ჩვენ ტერიტორიაში ისინი გულისხმობენ ევროპას და არა რაღაცის მითვისებას. ეს არის კომპლექსური სასჯელი რუსეთს და "ქართულ ოცნებასაც". მე მეჩვენება, რომ "ქართული ოცნება" კი არ ზეიმობს, გლოვობს" - განაცხადა გვარამიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.
ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაცია, რომ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.