საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ევროპარლამენტარი უნგრეთს საფრთხედ მიიჩნევს

08.11.23 23:43
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ევროპარლამენტარი უნგრეთს საფრთხედ მიიჩნევს

ევროპარლამენტარი ნიკულას სპექსა უნგრეთს საფრთხედ მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ქვეყანა, რომელიც რუსეთის მეგობრად აღიქმება, დამაბრკოლებელი არ იქნება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და გადამწყვეტ მომენტში, მხარს დაუჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხს.

მე მინდა, რომ გულწრფელი ვიყო, ერთი სახელმწიფო არსებობს, რომელიც რუსეთს მეგობრად აღიქვამს, უნგრეთზე მაქვს საუბარი და იმედია, რომ არ იქნება პოლიტიზებული გადაწყვეტილება და იმედია, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას" - განაცხადა ნიკულას სპექსამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში. 

უნგრეთი რომ შეიძლება, საფრთხე იყოს საქართველოსთვის და უკრაინისთვის კანდიდატის მინიჭების პროცესში, ამაზე ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები დიდი ხანია საუბრობენ.

ევროპაში და ამერიკაში იმასაც ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" არადემოკრატიულ სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნების გამო "ფსონს არასწორ ცხენზე დებს".