დღეს ევროკომისიამ "ოცნების" პროპაგანდა მოკლა - მშვენიერაძე

08.11.23 23:48
დღეს ევროკომისიამ "ოცნების" პროპაგანდა მოკლა - მშვენიერაძე

დღეს ევროკომისიამ "ქართული ოცნების" პროპაგანდა მოკლა - გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ქართველმა ხალხის დამსახურებაა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, რადგან სწორედ ხალხს ესმოდა, რომ რუსული კანონის მიღება იქნებოდა დიდი კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და უკან გააწვევინა "ოცნების" ხელისუფლებას მიღებული კანონი.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არა თავისი ბუნება და პოლიტიკა შეეცვალა, არამედ ვინც ადამიანებს გაერთიანებაში დაეხმარა, ისინი დაესაჯა და ეს იყო სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ დაიწყო მთელი ტალღა სამოქალაქო საზოგადოების გასაშავებლად და მაშინ, როცა ეგონა, რომ მათ დაადუმებდა ქვეყანაში, მეორე მძლავრი ტალღა მიიღო, რადგან ეს ხალხი არ არის ბრიყვი და ამ ხალხს ესმოდა, რომ კანონის მიღება იქნებოდა დიდი კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ბატონი კობახიძე როცა გვამცნობდა, რომ სიხარულით მიიღო კანონი და მეორე დილით წაღება მოუწია უკან, იყო შეცბუნებული, კიდევე ერთხელ შეშინდნენ, რადგან ხალხის, პატრიოტების ძალა დაინახეს. ამის შემდეგ მაინც დაიწყო მტკიცება, რომ თითქმის 12-ივე რეკომენდაცია შეასრულა და მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იყო შესასრულებელი. ამას აკეთებდნენ იმ იმედით, რომ ევროკომისიის შეფასება იქნებოდა ოქტომბერში გამოქვეყნებული და თუ მათი გადაწყვეტილება იქნებოდა ნეგატიური, ეს დაებრალებინათ ევროკავშირისთვის და დაედანაშაულებინათ საქართველოს ინტერესის უგულებელყოფისათვის, მაგრამ დღეს ევროკომისიამ "ქართული ოცნების" პროპაგანდა მოკლა - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ 'ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.