გინტური რუსების ამოქოლილი კარის გასაღებად წავიდა და მოკლეს, მაგრამ მან მაინც შეძლო კარის გაღება - ამაღლობელი

08.11.23 23:53
გინტური რუსების ამოქოლილი კარის გასაღებად წავიდა და მოკლეს, მაგრამ მან მაინც შეძლო კარის გაღება - ამაღლობელი

"თამაზ გინტური რუსების მიერ ამოქოლილი კარის გასაღებად წავიდა ლომისის საყდარში და ის მოკლეს, მაგრამ მან მაინც შეძლო ამ კარების გაღება" - პოეტი რატი ამაღლობელის თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ აგვისტოს ომის მონაწილის მკვლელობის გამო დღეს უფრო მეტად ემოციური დღეა და სწორედ ასეთი ტრაგიკული ფაქტების თავიდან ასარიდებლად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ევროპაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

თამაზ გინტური რუსების მიერ ამოქოლილი კარის გასაღებად წავიდა ლომისის საყდარში და ის მოკლეს, მაგრამ მან მაინც შეძლო ამ კარების გაღება. ამიტომ ძალიან ემოციური დღეა. არ ნიშნავს, რომ ამ ემოციებში დავრჩებით და ხვალიდან ზუსტად ამ პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური შრომა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დღეს გვაქვს სიხარულის, სიამაყის საბაბი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საბოტაჟი გაეწია ამ დღისთვის - აღნიშნა რატი ამაღლობელმა.