გამოიყენეთ მომენტი და წარმოაჩინეთ საკუთარი პოტენციალი - სახდეპი
გამოიყენეთ მომენტი და წარმოაჩინეთ საკუთარი პოტენციალი - ასე გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას.
შტატებში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის გაფართოება პირდაპირ დაკავშირებულია ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან. ბლინკენის უწყების პრესსპიკერი იტყობინება, რომ თეთრი სახლი სრულად მხარს უჭერს ევროალიანსის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა ეხება საქართველოსაც.
ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებიც დღეს აღიარებულ იქნა, მხარს მტკიცედ ვუჭერთ. ეს, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მომენტია. მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, ეს მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის გამოიყენონ - ამბობს პატელი.