"ოცნების ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომები, იყო გადაცდომები"- მარკეტა გრეგოროვა
"ქართული ოცნება" იტყვის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მისი დამსახურებაა, თუმცა ამას არ ვეთანხმები" - განცხადება "ტვ პირველთან" ევროპარლამენტარმა მარტკეტა გრეგოროვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ბევრი გადაცდომა და შეცდომა აქვს დაშვებული.
ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ 2024 წლის არჩევნებს კომისია გულისყურით უნდა დააკვირდეს, რადგან ქართველმა ხალხმა მომავალში დემოკრატიული და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება შეძლოს.
ვფიქრობ, ეს რეკომენდაცია ძალიან კარგია. ეს არის საქართველოსთვის ნიშანი იმისა, რომ დეკემბერში მოიპოვებს სტატუსს. მე ვიყავი მომხრე იმისა, რომ ევროკომისიას ეს დასკვნა გაეცა. დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" იტყვის, კანდიდატის სტატუსის მიღება მისი დამსახურებაა, თუმცა ამას არ ვეთანხმები. მართალია, მათ გასწიეს დიდი შრომა და გაატარეს რიგი რეფორმები, მაგრამ იყო ბევრი გადაცდომა და შეცდომები, რამაც კითხვები გაუჩინა ევროკომისიას. მაგრამ მე ვთქვი, რომ ფოკუსირება უნდა მომხდარიყო ქართველ ხალზე, რომლებიც არიან ევროპელები და 90% სურს, რომ იყოს ევროპის ნაწილი. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მომავალ არჩევნებს, იმისთვის რომ მოხდეს ის, რაც სურთ ქართველებს. კომისიის მხრიდან ეს ძალიან ყურადსაღები ფაქტია. ვფიქრობ, რომ ახალი მთავრობა ვინც არ უნდა იყოს, მას დიდი მისია ექნება შესასრულებელი კანდიდატის მქონე ქვეყნის მიმავალ გზაზე. უკრაინა და მოლდოვა სწრაფად პროგრესირებენ. და ის, რომ ამ ქვეყნებს არ ჩამორჩნენ უნდა იყოს მიზანი შემდეგი მთავრობისა. თუ პარტიებს არ ენდომებათ ამ ამოცანის შესრულება, შეიძლება საქართველოს ცუდად დაუბრუნდეს - აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.