"ოცნებაა" პასუხისმგებელი, რომ საქართველო მოლდოვა-უკრაინის გვერდით არ დგას - იუკნევიჩიენე

09.11.23 11:25
 "ოცნებაა" პასუხისმგებელი, რომ საქართველო მოლდოვა-უკრაინის გვერდით არ დგას - იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ქართველ ხალხის დამსახურებას უწოდებს და ამბობს, რომ სწორედ ქართულმა საზოგადოებამ არ დაუშვა, მმართველ პარტია არასწორი ნაბიჯი გადაედგა.

ევროპარლამენტარის თქმით,  "ოცნებაა" პასუხისმგებელი, რომ საქართველო მოლდოვა-უკრაინის გვერდით არ დგას.

ევროპარლამენტარი ღარიბაშვილის ხელისუფლებას ეუბნება იმასაც, რომ პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა გამოკეტვა და ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა ევროპული ცხოვრების სტილს არ შეესაბამება.

რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს შესახებ გაიცა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რადგან მათ არ დაუშვეს, რომ ხელისუფლებასა არასწორი ნაბიჯები გადაედგა. ეს ხელისუფლება პასუხისმგებელია იმაზე, რომ დღეს საქართველო არ დგას უკრაინასა და მოლდოვას გვერდით. ეს არის დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვაკვირდებოდით რამდენჯერმე არჩევნებს. ის თავდასხმები რაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, არარის დემოკრატიული ნაბიჯი. შემდეგ წელს საქართველოს ამის გამოსწორება მოუწევს. ასევე, პოლიტიკური ოპონენტების ციხეში ჩასმა არ არის ევროპული ცხოვრების სტილი. ბევრია გასაკეთებელი. მე მაქვს ეჭვი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მმართველი პარტიის უკან დგას, უნდოდა თუ არა მას ევროკავშირის სტატუსი - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.