პრეზიდენტმა ევროპულობის პირველი ტესტი ჩაუტარა "ქართულ ოცნებას" - დათუნაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპულობის პირველი ტესტი ჩაუტარა "ქართულ ოცნებას" - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა "პირველებს" განუცხადა.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, პრემიერის თანხმობის გარეშე წავიდეს პარიზში, მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად, ღარიბაშვილს წყობიდან გამოიყვანს.
დათუნაშვილის განცხადებითვე, ნებისმიერ ფორმატში ხმაამოუღებლადაც ტოტალური უპირატესობა ექნება სალომე ზურაბიშვილს:
მე ამ სვლას ვუწონებ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ამით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპულობის პირველი ტესტი ჩაუტარა "ქართულ ოცნებას". პირველი ტესტი იმისა, გულწრფელები იყვნენ გუშინ მართლა, თუ არ არიან გულწრფელები და ამ ყველაფერს აკეთებენ მხოლოდ მოკლევადიანი ერთარჩევნებიანი პოლიტიკური ინტერესისთვის. ღარიბაშვილი, ამ შემთხვევაში, პანიკაში იქნება, რადგან ხმაამოუღებლადაც ტოტალური უპირატესობა ექნება სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ ფორმატში, სადაც თანაბრად დააყენებენ ღარიბაშვილს და ზურაბიშვილს - ამბობს დათუნაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერი ღარიბაშვილი უცხოეთში ვიზიტების შესახებ ისევ არ გააფრთხილა. ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში, "პირველებს" დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტს პარიზში გასამგზავრებლად პრემიერის თანხმობა არ აქვს.