ადმინისტრაცია: პრეზიდენტს პარიზში გასამგზავრებლად პრემიერის თანხმობა არ აქვს

09.11.23 11:21
ადმინისტრაცია: პრეზიდენტს პარიზში გასამგზავრებლად პრემიერის თანხმობა არ აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერი ღარიბაშვილი უცხოეთში ვიზიტების შესახებ ისევ არ გააფრთხილა. ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში, "პირველებს" დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტს პარიზში გასამგზავრებლად პრემიერის თანხმობა არ აქვს. 

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პარიზშია. საფრანგეთის დედაქალაქში მშვიდობის  ფორუმზე დასასწრებლად წასვლას აპირებს  ზურაბიშვილიც, თუმცაა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს დუმს და ჯერჯერობით არ ამბობენ, გამემგზავრა თუ არა უკვე მთავარსარდალი პარიზში.

იმპიჩმენტის სკანდალის შემდეგ, ეს იქნება პრემიერის და პრეზიდენტის პირველი შეხვედრა და ერთობლივი ღონისძიება.