ნაიმპიჩმენტარ პრეზიდენტს რამსები არეული აქვს - მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე

09.11.23 11:48
ნაიმპიჩმენტარ პრეზიდენტს რამსები არეული აქვს - მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე

პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, რომ პრემიერის თანხმობის გარეშე წავიდეს პარიზში, მშვიდობის  ფორუმზე დასასწრებად, "ქართული ოცნების" დანაყოფი წყობიდან გამოიყვანა. 

"ხალხის ძალის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილს "ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი" უწოდა. გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება "პრეზიდენტისა და ოპოზიციისთვის განაჩენია": 

ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი თუ აპირებს, რომ კონტეინერით წავიდეს, ახლა ოფიციალურად თუ არ აქვს თანხმობა, რით უნდა წავიდეს ქვეყნიდან. ეს არ იქნება ოფიციალური გასვლა, იქნება მორიგ ჯერზე კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თავზე დახევა და ამას თუ უწოდებს ის დეპოლარიზაციას, ქართული საზოგადოება ამას კარგად ხედავს. გასაგებია, რომ ახლა პრეზიდენტი და ოპოზიცია ძალიან დაღონებულები არიან, კი აწყობენ "ზეიმებს" მაგრამ ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი. მე მგონი, არეული აქვს რამსები პრეზიდენტს, რადგან დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ გამოვიდეს და თქვას, მადლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს - ამბობს მაჭარაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერი ღარიბაშვილი უცხოეთში ვიზიტების შესახებ ისევ არ გააფრთხილა. ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში, "პირველებს" დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტს პარიზში გასამგზავრებლად პრემიერის თანხმობა არ აქვს.