თბილისელი პროვოკატორების ხელში ჩავარდა ჩვენი მესაზღვრეების პირადი ინფორმაცია - კოკოითი გინტურის მკვლელებზე
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი რუსი ოკუპანტების მიერ კირბალში ჯგუფურად მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის მიერ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულების ვინაობის გავრცელებას აპროტესტებს.
ედუარდ კოკოითი ამბობს, რომ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელი "პროვოკატორებს" ხელშია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ექს-პრეზიდენტი საიდუმლო ინფორმაციის გამცემების დასჯა უნდა მოხდეს.
ამასთან, ედუარდ კოკოითმა თამაზ გინტურის მკვლელები შეაქო და მადლობაც კი გადაუხადა.
"მთელი ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ოსი და რუსი მესაზღვრეები ღირსეულად შეასრულეს საკუთარი მოვალეობა სასაზღვრო სამსახურის წესებისა და რეგულაციების სრული შესაბამისობით. ხაზს ვუსვამ მაღალ პროფესიონალიზმს. რუსები სამხრეთ ოსეთში სახელმწიფოთაშორისი თანხმობით იმყოფებიან, ყველაფერი საერთაშორისო წესების ფარგლებში და მათი სრული დაცვით მოხდა. ჩემგან პირადად მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომ საკუთარ საქმეს შესანიშნავად ასრულებენ როგორც ვიცით, თბილისელი პროვოკატორების ხელში ჩავარდა მესაზღვრეების პირადი ინფორმაცია. საიდან და როგორ მოიპოვეს მათ ეს ინფორმაცია, სხვა საკითხია და ეს მათ სინდისზე იყოს, ვინც დღეს მტერი სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და საკუთარ ხალხს ღალატობს.
ქართველი რადიკალები ინტერნეტში ავრცელებენ სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსი მესაზღვრეებისა და მათი ოჯახის წევრების პირად ინფორმაციას. ასეთი ბილწი ქმედებებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. მათ, ვინც მოაგროვეს ეს ინფორმაცია, იცოდნენ, რომ არც ჩვენებს, არც რუს მესაზღვრეებს და არც მათ ოჯახის წევრებს არ დავაჩაგრინებთ". – წერს კოკოითი.
აგვისტომ ომის მონაწილის ძმა ჟურნალისტებთან სავარაუდო მკვლელების ვინაობას ასახელებს. გივი გინტური ამბობს, რომ ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.