ქართველი ერის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის შედეგია - არახამია ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

09.11.23 12:01
ქართველი ერის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის შედეგია - არახამია ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

უკრაინული  პარტიის "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია ქართველ ხალხს ევროკომისიის მიერ მიცემულ რეკომენდაციას ულოცავს და ამბობს, რომ გუშინდელი გამარჯვება ქართველი ერის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის შედეგია.

მისი თქმით, საქართველოს მომავალი, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირშია.

ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ეს ისტორიული შედეგი ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსასურებაა.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად", - წერს არახამია.