პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელიც ლომისის ტაძართან თამაზ გინტურთან ერთად იყო
პირველი ინტერვიუ თამაზ პაპიტაშვილთან - კირბალელი კაცი, რომელიც ლომისის ტაძართან თამაზ გინტურთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს რომ ცოცხალი შემთხვევით გადარჩა.
როგორც გაირკვა, პაპიტაშვილმა ტერიტორია ოკუპანტების გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.
სოფელში ჩასულს კი სროლის ხმები ესმოდა. პაპიაშვილი პოლიციამ უკვე სამჯერ გამოჰკითხა.
თამაზ პაპიტაშვილი მედიასთან ამბობს, რომ სოფლის სასაფლაოზე წინაპრებისთვის პატივის მისაგებად სულ სამნი, თვითონ, გატაცებული ლევან დოთიაშვილი და სასტიკად მოკლული გინტური ავიდნენ.
კაცი იხსენებს, რომ წმინდა ლომისის ტაძარში მისვლა და სანთლების დანთება უნდოდათ, თუმცა კაცი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კარი აჭედილი დახვდათ, მან ტერიტორია დატოვა.
თამაზ პაპიტაშვილი იხსენებს, რომ სოფელში ჩამოსვლის შემდეგ 3 გასროლის ხმა გაიგო.