ცდილობს თუ არა "ოცნება" პრეზიდენტის დაჭერის მუქარით კანდიდატის სტატუსის ჩაგდებას? - ბოკუჩავას კითხვები აქვს
ცდილობს თუ არა "ოცნება" პრეზიდენტის დაჭერის მუქარით კანდიდატის სტატუსის ჩაგდებას? - თინა ბოკუჩავას კითხვები აქვს.
ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარისთვის ღიმილისმომგვრელია ის ფაქტი, რატომ სჭირდებოდა წარსულში პრეზიდენტს, მსგავსი ვიზიტის დროს მთავრობის ნებართვა და რატომ არ სჭირდება ახლა.
ბოკუჩავას თქმით, მმართველ გუნდს როდესაც იმპიჩმენტი არ გამოუვიდა, შეეგუენ და აღარ სთხოვენ პრეზიდენტს ნებართვას.
იმპიჩმენტის შემდეგ, რომლითაც ვერ ჩააგდეს კანდიდატის სტატუსი, ახლა პრეზიდენტის დაჭერის მუქარით ცდილობენ ჩააგდონ კანდიდატის სტატუსი დეკემბერში? ღიმილისმომგვრელია. თუ ახლა არ სჭირდება პრეზიდენტს ნებართვა, რატომ სჭირდებოდა წარსულში, მსგავსი ვიზიტის განხორციელებისთვის? ეს ცხადყოფს, რომ რეალურად ეს იყო პოლიტიკური ცირკის მოწყობის მცდელობა კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირებისთვის, როდესაც ეს არ გამოუვიდათ, შეეგუენ ახლა ამ მოცემულობას და არანაირ ნებართვას არ სთხოვენ".- ამბობს თინა ბოკუჩავა.
დღეს პრეზიდენტი და პრემიერი პარიზში ერთად აღმოჩნდებიან. საინტერესოა, როგორი იქნება ოცნების პოლიტიკური სვლა ამის შემდეგ და ისევ დაადანაშაულებს თუ არა ღარიბაშვილი ზურაბიშვილს უკვე ევროპიდან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში.
საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერი ღარიბაშვილი უცხოეთში ვიზიტების შესახებ ისევ არ გააფრთხილა. ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში, "პირველებს" დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტს პარიზში გასამგზავრებლად პრემიერის თანხმობა არ აქვს.