ღარიბაშვილთან ერთად ჩაის ჩუმად დალევთ თუ საჯაროდ, არაფერს ნიშნავს, შეიწყალეთ სააკაშვილი - ვაშაძე პრეზიდენტს

09.11.23 13:35
ღარიბაშვილთან ერთად ჩაის ჩუმად დალევთ თუ საჯაროდ, არაფერს ნიშნავს, შეიწყალეთ სააკაშვილი - ვაშაძე პრეზიდენტს

ღარიბაშვილთან ერთად ჩაის ჩუმად დალევთ თუ საჯაროდ, არაფერს ნიშნავს, შეიწყალეთ სააკაშვილი - ამ სიტყვებით მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტს.

ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს ამშვიდებს და ამბობს, რომ მისი იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემას არ აპირებს, ამიტომ პრეზიდენტს ურჩევს რამდენიც უნდა იმდენი იაროს ევროპაში.

იაროს რამდენიც უნდა, ჩვენ მაინც არ მივცემთ ხმას მის იმპიჩმენტს. ნუ ეშინია. ნუ გეშინიათ, ქალბატონო სალომე, იარეთ, ჩვენ არ შეგიშლით ამაში ხელს. თუ ასე პირველი ნაბიჯის გადადგმა უნდა პრეზიდენტს, შეიწყალეთ სააკაშვილი. ქალბატონო სალომე, როდესაც, ბოლო ვიზიტის დროს საფრანგეთში იყავით, თქვენ ეს საკითხი პრეზიდენტმა მაკრონმა დაგიყენათ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი. გაადგით ნამდვილი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, შეიწყალეთ, მე ვფიქრობ, კიდევ ერთი საქმე იქნება. ღარიბაშვილთან ერთად ჩაის დალევთ თუ არა ჩუმად თუ საჯაროდ, ეს დამერწმუნეთ არაფერს არ ნიშნავს". - ამბობს ვაშაძე.

დღეს პრეზიდენტი და პრემიერი პარიზში ერთად აღმოჩნდებიან. საინტერესოა, როგორი იქნება ოცნების პოლიტიკური სვლა ამის შემდეგ და ისევ დაადანაშაულებს თუ არა ღარიბაშვილი ზურაბიშვილს უკვე ევროპიდან  ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. 

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერი ღარიბაშვილი უცხოეთში ვიზიტების შესახებ ისევ არ გააფრთხილა. ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში, "პირველებს" დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტს პარიზში გასამგზავრებლად პრემიერის თანხმობა არ აქვს.