"ორივე ფეხზე დგომამ გაიმარჯვა" - მაჭარაშვილის მორიგი თავდასხმა ევროპარლამენტარებზე
თურმე, შესაძლებელი ყოფილა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის მიღება ცალ ფეხზე დგომის გარეშე - "ხახლის" ძალის ლიდერის მორიგი თავდასხმა ევროპარლამენტარებზე.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, "კუბილიუსების და ფოტიგების" ანტისახელმწიფოებრივ განცხადებების მიუხედავად, რომელიც "ორივე ფეხზე დგომამ" გაიმარჯვა და ქვეყანამ მაინც მიიღო კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია.
საქართველოში არის იმ დონის დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ იმ დონეზე, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. აი ეს არის ანტიევროპული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, რომ გამობრძანდებიან კუბილიუსები და ფოტიგები და პრეზიდენტმა და რადიკალურმა ოპოზიციამ გადაასწრო მათ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და ჩვენ რომ ვპასუხობთ, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მაგრამ გვინდა სუვერენიტეტი და ღირსება და ორივე ფეხზე დგომა, ამან გაიმარჯვა.
თურმე, შესაძლებელი ყოფილა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის მიღება ცალ ფეხზე დგომის გარეშე, სუვერენიტეტის დაცვითა და თავმოყვარეობის შენარჩუნებით".- ამბობს მაჭარაშვილი.
შეასრულებს თუ არა ხელისუფლება ევროპის ახალ დათქმებს? "ქართული ოცნების" ლიდერები გაუჩინარებულები არიან.