პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა

09.11.23 14:07
პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა

სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს. 

ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle“.

მთავრობის ადმინისტრაციაში "პირველებს" განუცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთში, პარიზში, მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად, მთავრობისთვის თანხმობა არ მოუთხოვია.