"რამდენიმე უხერხული მომენტია" - "ოცნებაში" ამბობენ, რომ ახალ დათქმებს სრულად ვერ შეუერთდებიან
"ოცნებაში" ამბობენ, რომ ახალ დათქმებს სრულად ვერ შეუერთდებიან - ბექა დავითულიანის თქმით, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ 9 დათქმაში ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე უხერხული მომენტია და არსებობს ისეთი რეზოლუციები, რომელშიც სრული თავსებადობა ვერ იქნება.
ევროკავშირი პუტინის მოკავშირეებს, პრორუსებს არ აძლევს კანდიდატის სტატუსს. ეს სპეკულაცია ყველამ უნდა დახუროს და უნდა მოეშვან საკუთარი ქვეყნის დაზიანებას. რაც შეეხება დათქმას ევროკავშირთან უსაფრთხოების პოლიტიკის თავსებადობაზე, ეს დათქმა რეზოლუციების შეერთებას ეხება და სანქციებს. ჩვენ ვიმუშავებთ, რაზე შეგვიძლია მიერთება. სამწუხაროდ, იქ არის ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე უხერხული მომენტი, მაგალითად, არსებობს ისეთი რეზოლუციები, რომელშიც სრული თავსებადობა ვერ გვექნება და ვერ შევუერთდებით". - ამბობს დავითულიანი.
შეასრულებს თუ არა ხელისუფლება ევროპის ახალ დათქმებს? - ევროკომისიამ საქართველოს დადებითი რეკომენდაცია მისცა, თუმცა დამატებითი დათქმებით.
საბოლოოდ გადაწყვეტილება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროპულმა საბჭომ დეკემბერში უნდა მიიღოს. საქართველოს მთავრობას ახალი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი.