გვრჩება ერთი თვე და უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ გზიდან არ გადავუხვევთ - ოთარ ზურაბიშვილი

09.11.23 14:49
გვრჩება ერთი თვე და უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ გზიდან არ გადავუხვევთ - ოთარ ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი "პირველებთან" ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ  მარტის აქციების მიმდინარეობისას ახალგაზრდების გამოსვლებმა დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა განაპირობოს.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთი თვე დარჩა და ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ გზიდან არ გადავუხვევთ.

მგონი, კარგად ვერ ვიგებთ, რომ ევროპისთვის არის დიდი სიურპრიზი, რომ საქართველოში ამდენი ადამიანი არის ევროპის მომხრე. გვრჩება ერთი თვე და უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ გზიდან არ გადავუხვევთ. მათთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდების გამოსვლები, დიდი როლი იქონია და მგონია, რომ ამისთვის მივიღებთ კანდიდატის სტატუს - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.