რა ვითარებაში მოხდა რუსი სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარება საქართველოდან?

09.11.23 16:16
რა ვითარებაში მოხდა რუსი სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარება საქართველოდან?

რა ვითარებაში მოხდა რუსი სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარება საქართველოდან? - რაფაილ შეპლევის ამბით დღეს რუსული მედია აჭრელებულია.

"თავისუფალი რუსეთის" წარმომადგენელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ ცნობებს აქვეყნებს.  კრემლისგან დამოუკიდებელი მედიები ამ ცნობებით წერენ, რომ  უწყებამ მიაწოდა ინფორმაცია პიროვნების შესახებ, რომელიც ტაქსით სოფელ კირბალში ჩავიდა, შემდეგ კი  უცნობი კაცი რუსებმა გაიყვანეს.

"პირველები" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა გომელაურის უწყება არ გვიდასტურებს რომ  ეს კაცი ნამდვილად გაუჩინარებული შეპლევია.  

ფონდი "თავისუფალი რუსეთის" წარმომადგენელი სვამს კითხვას, არის  თუ არაა ტაქსით წაყვანის ამბავი დადგმული სცენარი?

ჩვენ და ჩემი კოლეგები შევხვდით გამომძიებლებს, გავცვალეთ ინფორმაციები, რაფაელ სუპიოვის შესახებ, ის იყო კირბალის სოფელში. ადგილობრივებმა შეატყობინეს პოლიციას, რომ მათ დაინახეს ის თუ როგორ ადიოდა რაფაელი ეკლესიაში, სადაც რუსები დგანან, რუსებმა წაიყვანეს ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ მომენტში ჩვენი კოლეგები ცდილობენ გაარკვიონ, თუ სად არის რაფაელი, ის დაკავებულია შეიძლება იყოს გადაყვანილი მის მშობლიურ ქალაქში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, რაც ვიცით მისი მეგობრებიდან არის ის, რომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მისი რუსეთში ჩასვლა იყო დაუშვებელი, ეს შეიძლება ყოფილიყო ეფ ეს ბეს დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ მოტყუებით მიეყვანათ რაფაელი იმ ტერიტორიაზე და შემდეგ დაეკავებინათ" - ამბობს იგორ კუროპტევი.