აღმოჩნდება თუ არა 23 ნოემბერი ენმ-ს საბოლოოდ გაყოფის თარიღი? - ვინ რას ამბობს სააკაშვილის ინიციატივაზე?

09.11.23 15:47
აღმოჩნდება თუ არა 23 ნოემბერი ენმ-ს საბოლოოდ გაყოფის თარიღი? - ვინ რას ამბობს სააკაშვილის ინიციატივაზე?

აღმოჩნდება თუ არა 23 ნოემბერი "ნაციონალური მოძრობის" საბოლოოდ გაყოფის თარიღი? - გაერთიანების ზღვარზე მყოფ ნაციონალურ მოძრაობაში ისევ დაპირისპირებამ იფეთქა. საქმე მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას ეხება. 

ვინ არის მზად სააკაშვილის დავალება შეასრულოს? ხაბეიშვილის გუნდი ამბობს, რომ ეს იქნება ტესტი ყველასთვის, თუმცა საკუთარი პირობები აქვს ნიკა მელიას. ყოფილი თავმჯდომარის მომხრეები ფიქრობენ, რომ მანიფესტში შეჯერებული საკითხები პარტიის ორივე მხარისგან უნდა შევიდეს. 

მნიშვნელოვანი საკითხები ახლა ქვეყანაში და მერიდება ხოლმე ამ შიდა პარტიულ საკითხებზე საუბარი. რაც შეეხება მანიფესტს, ხელისმოწერის პრობლემა არ არის, მთავარი შინაარსია. შინაარსში რა წერია -თვითონ ჩვენი მეგობრები აწერენ რო ხელს? დავუშვათ, ჩვენი მხრიდან რა საკითხებიც იქნება შეტანილი, მოაწერენ მაგაზე ხელს, რომ არაფორმალური მმართველობა და უსამართლობა ხდება ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ. თორემ ხელის მოწერა ცარიელ ფურცელზე, ეს ხომ არ არის, ეს ხომ არასერიოზულია. აქ საუბარია შინაარსზე თუ შევთანხმდებით. და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაჯერებული იქნება ეს ყველაფერი. წერილობით უნდათ? კი ბატონო, წერილობით იქნება".- ამბობს ბაჩო დოლიძე. 

თინა ბოკუჩავას თქმით, რაც შეიძლება მოკლე დროში ვიხილავთ, ვინ დარჩება ენმ-ის შიგნით საერთო ბრძოლისთვის და ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას გასვლასთან დაკავშირებით.

ინიციატივის ადრესატი არის ყველა, ვინც მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად არა რუსული რეჟიმის დემონტაჟი აირჩია, არამედ შიდა პარტიული, კრიტიკას გადასული რყევები. მივესალმები ნამდვილად პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას. მაკონსოლიდირებელი ინიციატივით გვაქვს ერთი შანსი ერთობის და მ,ე ვფიქრობ, ამ შანსს ყველა კეთილგონიერი პოლიტიკოსი, რომელიც ორიენტირებულია გამარჯვებაზე, აუცილებლად გამოიყენებდა, თუმცა, რაც შეიძლება მოკლე დროში ვიხილავთ, ვინ დარჩება ენმ-ის შიგნით საერთო ბრძოლისთვის და ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას გასვლასთან დაკავშირებით". - ამბობს თინა ბოკუჩავა.

მესამე პრეზიდენტი პარტიის წევრებს 23 ნოემბრამდე სთავაზობს მანიფესტზე ხელმოწერას და გაერთიანებას.