ისრაელის არმიამ "ჰამასის" მთავარ სამხედრო დასაყრდენზე კონტროლი მოიპოვა - IDF

09.11.23 16:45
ისრაელის არმიამ "ჰამასის" მთავარ სამხედრო დასაყრდენზე კონტროლი მოიპოვა - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჯარისკაცებმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ობიექტზე, რომელიც "ჰამასისთვის" მთელი ომის განმავლობაში ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა, კონტროლი დაამყარეს.

უწყების ცნობით, ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია არაერთი ტერორისტი და აღმოჩენილია მიწისქვეშა გვირაბები.

მებრძოლებმა ფორპოსტის აღება 10 საათის ბრძოლის შედეგად მოახერხეს, რომლის დროსაც მათ მოკლეს ტერორისტები, ამოიღეს იარაღი, აღმოაჩინეს ტერორისტების მიწისქვეშა გვირაბები, მათ შორის ისიც, რომელიც საბავშვო ბაღის მახლობლად გადიოდა და ფართო მიწისქვეშა ქსელს უერთდებოდა”, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის განცხადებაში.

IDF-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური იბრაჰიმ აბუ მაზიბის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემიდან განხორციელებულ ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი.