რუსი აქტივისტის გატაცების უკან ქართული სპეცსამსახურები დგანან - აფგან მუხთარლი
თბილისის ცენტიდან, 2017 წელს გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი "პირველებთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
აფგან მუხთარლი ამბობს, რომ რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის "გატაცების" უკან ქართული სპეცსამსახურები დგანან.
" ეს იყო სპეცსამსახურების და რუსეთის თანამშრომლობის შედეგი"- ამბობს ჟურნალისტი.
მუხთარლის თქმით, შეპელევის და მისი თბილისის ცენტრიდან გაუჩინარების ისტორია და შემდეგ სასამართლო პროცესზე დასმა ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
"პუტინი და ივანიშვილი მეგობრები არიან და პუტინის რეჟიმის თხოვნებს ივანიშვილი ხალხის გატაცებაზე მუდმივად ასრულებს"- ამბობს ის.
ეს არის ჩემი ისტორიის, გატაცების მსგავსი ამბავი. მე დარწმუნებული ვარ, რუსი აქტივისტი გაიტაცეს ქართული სპეცსამსახურების ჩართულობით, როგორც ჩემს შემთხვევაში.
თქვენი მოქმედი მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ის არის დიქტატორის, პუტინის მეგობარი და მათი თხოვნით მუდმივად ასრულებს ასეთ დავალებებს.
მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს მსგავსი გატაცებების ორგანიზების დიდი გამოცდილება გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსულ, არამედ ბელორუსულ სპეცსამსახურებთან და თუ არ მეშლება, მათ 2 წლის წინ შეთანხმებაც გააფორმეს.
საქართველო აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა იმ სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომლებიც რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩამოდიან და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ"- აცხადებს მუხთარლი.