ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

09.11.23 17:35
ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერი X-ზე ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ მაკრონი კიდევ უფრო გააძლიერებს მის მხარდაჭერას და საქართველოს დაეხმარება გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე.

"მოხარული ვარ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით. მადლიერები ვართ პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროკავშირის გზაზე!  გვჯერა, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, დაგვეხმარება წარმატებულ წინსვლასა და გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღეს პრეზიდენტი და პრემიერი პარიზში ერთად აღმოჩნდებიან. საინტერესოა, როგორი იქნება ოცნების პოლიტიკური სვლა ამის შემდეგ და ისევ დაადანაშაულებს თუ არა ღარიბაშვილი ზურაბიშვილს უკვე ევროპიდან  ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. 

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერი ღარიბაშვილი უცხოეთში ვიზიტების შესახებ ისევ არ გააფრთხილა. ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში, "პირველებს" დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტს პარიზში გასამგზავრებლად პრემიერის თანხმობა არ აქვს.  

მსგავსი სიახლეები