უკრაინის მხრიდან სანქცირება არის უტყუარი მტკიცებულებები, რომ მას აქვს რუსეთთან კავშირი - ხოშტარია

09.11.23 17:38
უკრაინის მხრიდან სანქცირება არის უტყუარი მტკიცებულებები, რომ მას აქვს რუსეთთან კავშირი - ხოშტარია

"უკრაინის მხრიდან სანქცირება არის უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მას აქვს რუსეთთან კავშირი," - ეს განცხადება "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ხოშტარია უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის დასანქცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ომში მყოფი ქვეყნის მხრიდან სანქცირებულთა რიგებში ვახტანგ კარიჭაშვილის დასახელება მისთვის უტყუარი მტკიცებულებაა იმის, რომ ივანიშვილებთან დაახლოებული ბიზნესმენი რუსეთთან კავშირშია.

ხოშტარიას თქმით, ვახტანგ კარიჭაშვილის სახელი Mona.ge-ს სიაშიც იძებნება, სადაც ის მოხსენიებულია, როგორც "ქართული ოცნების" შემომწირველი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი.

უკრაინის მხრიდან სანქცირება არის უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მას აქვს რუსეთთან კავშირი, იმიტომ, რომ უკრაინის სანქციები უკავშირდება უშუალოდ რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესებს და ბიზნესმენებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გამყარდა ის ეჭვი და ის მასალა, რომელიც ჩვენ mona.ge-ზე გვქონდა ატვირთული და ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც გამოავლენს, პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატს,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.

სანქციები ოლიგარქის ახლო გარემოცვას - ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი უკრაინამ დაასანქცირა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ომის სპონსორად ქართული კომპანია პირველად აღიარა. სანქციების სიაში Bolero & Company-ის მფლობელი ვახტანგ კარიჭაშვილია. მას რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

მსგავსი სიახლეები