სანქცირების წრე სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და მიდის პირადად ივანიშვილთან - ბოკუჩავა

09.11.23 17:42
სანქცირების წრე სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და მიდის პირადად ივანიშვილთან - ბოკუჩავა

"ვხედავთ, რომ ივანიშვილის ძმის უშუალო ბიზნეს პარტნიორი ხდება სანქციების სამიზნე, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სანქცირების წრე სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და მიდის პირადად, ბიძინა ივანიშვილთან," - ეს განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავა ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან ივანიშვილის ძმასთან დაახლოებული ბიზნესმენის დასანქცირება გზავნილი ოლიგარქისთვის, რომ სანქცირებულთა შორის ისიც მოხვდება.

ფარცხალაძის, ევტუშენკოვის და მასთან დაკავშირებული კომპანიების, რომელიც ასევე ივანიშვილს უკავშირდება, შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის უშუალო ბიზნეს პარტნიორი ხდება სანქციების სამიზნე, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სანქცირების წრე სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და მიდის პირადად, ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ, რომ ჩვენს პარტნიორებს აშშ-ის, უკრაინას, ევროკავშირს ძალიან კარგად ესმით, რეალურად, ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოში ევროატლანტიკური გზის საბოტაჟზე და ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილი,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები