არ შემიძლია საქართველოს შსს-ს სიტყვაზე ვენდო, გამოაქვეყნონ ვიდეო-კადრები - გაუჩინარებული რუსი აქტივისტის უფლებადამცველი

09.11.23 18:15
არ შემიძლია საქართველოს შსს-ს სიტყვაზე ვენდო, გამოაქვეყნონ ვიდეო-კადრები - გაუჩინარებული რუსი აქტივისტის უფლებადამცველი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას, რომ რუსმა აქტივისტმა, რაფაელ შეპელევმა  საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, პუტინის რეჟიმს გამოქცეული მოქალაქის ინტერესების დამცველები "პირველებთან" ეხმიანებიან. 

დმიტრო ზაირბეკი ქართველ სამართალდამცავებს იმ ვიდეო-კადრების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს, რომელიც გომელაურის უწყების მტკიცებით ფაქტს ასახავს. 

უფლებადამცველი სვამს კითხვას, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა, რუს აქტივისტს რუსეთში დაბრუნების, როცა მან ქვეყანა პუტინის რეჟიმის გამო დატოვა.  

 დმიტრო ზაირბეკი ვარაუდობს, რომ თუ რაფაელ შეპელევი მართლა მივიდა საოკუპაციო ხაზთან, ის ან დააშინეს ან ისეთი რამით დაემუქრნენ რომ იძულებული გახდა თბილისიდან კირბალის მიმართულებით წასულიყო. 

მე არ შემიძლია სიტყვებზე მოვედავო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისინი ამბობენ, რომ არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს გადაადგილება, რატომ არ აქვეყნებენ ამ ვიდეოს? დავუშვათ, მათი ვერსია სწორია. ამ შემთხვევაში უნდა აინტერესებდათ მოტივებით რომელიც რაფაელს ჰქონდა.

ის შეიძლებოდა, დაეშინებინათ, დაეშანტაჟებინათ და ასე გადასულიყო იქ სადაც გადავიდა. მას შეიძლება ემუქრებოდნენ ან შეეტყუებინათ იმ ადგილას თითქოს მისთვის მნიშვნელობანი ადამიანი ელოდებოდა იქ და ასე გაეტაცებინათ.

მე არ მინდა, ახლა კონკრეტულ ვერსიაზე საუბარი, ველოდები როდის შეხვდება რაფაელი ადვოკატს და მოვისმენ მის ვერსიას.

აფგან მუხთარლის გატაცების ისტორია ნათელს ხდის, რა პარალელები არსებობს. მაგრამ ვიდრე ამაზე თავად რაფაელი არ ილაპარაკებს, დეტალების გახმაურება არ მინდა"- აცხადებს დმიტრო ზაირბეკი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი აქტივისტის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც თემით ქართული და რუსული, არაკონტროლირებადი მედიები აჭრელდა. 

გუშინ, ორგანიზაცია „Первый отдел-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეპელევი საქართველოში გაუჩინარდა, ისე რომ პირადი ნივთები სახლში დატოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის სავარაუდოდ, რუსეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმყოფება.