რა ფასის გადახდა მოუწევს პრეზიდენტს დაუმორჩილებლობისთვის და რას ეტყვის ქვეყნის 2 ლიდერი მსოფლიოს პარიზიდან
რა ფასი დაუჯდება სალომე ზურაბიშვილს დაუმორჩილებლობისთვის - უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარიზი პრეზიდენტისა და პრემიერის შერიგების ადგილი არ იქნება. ნაიმპიჩმენტარი, ლეგიტიმაცია დაკარგული, რომელიც თავს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს - ეს შეფასებები დააწია "ქართულმა ოცნებამ" პარიზისკენ მიმავალ ზურაბიშვილს. ხელისუფლება ისევ იმუქრება - თუ პრეზიდენტი საფრანგეთში მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა, მას ეს ძვირი დაუჯდება.
ზურაბიშვილი მთავრობის მორჩილებაში ყოფნას არ აპირებს. ევროკომისიის გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე პრეზიდენტი ისევ ევროპაშია. ინტერვიუს აძლევს ყველაზე რეიტინგულ ფრანგულ ტელევიზიას, ხვალ კი იმავე ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ევროპელ ლიდერებთან და ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იქნება. საკონსტიტუციო დავისა და იმპიჩმენტის უშედეგო მცდელობის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთ დარბაზში პირველად აღმოჩნდებიან.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.