ცხინვალი: ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს საღამოს გადავცემთ

09.11.23 19:30
ცხინვალი: ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს საღამოს გადავცემთ

"ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს საღამოს გადავცემთ" - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის "კგბ"-ს პრესსამსახური იტყობინება.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ასევე ავრცელებს დოთიაშვილის კადრებს, სადაც ჩანს, რომ გატაცებულ საქართველოს მოქალაქეს სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

გავრცელებულ ვიდეოში, დოთიაშვილის დაკითხვა ქართულ ენაზე მიმდინარეობს, სადაც გატაცებული მოქალაქე ყვება, ვისთან ერთად იმყოფებოდა სასაფლაოზე და როგორ ავიდნენ წმინდა ლომისის სალოცავში.

სასაფლაოზე ვსვამდით 6 კაცი... ამის შემდეგ დავიშალეთ ორი მანქანით წავედით - ერთი მანქანით სამნი წავიდნენ სოფლისკენ, სამნი კი წავედით ეკლესიაში ლომისაში სანთლების ასანთებად - თამაზ გინტური და თამაზ პაპიტაშვილი. „რულზე“ იჯდა თამაზ გინტური. რა დროსაც ავედით ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ, კარები იყო დაკეტილი და გავაღეთ ცულით,“ - ამბობს დათიაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.

ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დოთიაშვილმა ჩვენებაში დაადასტურა, რომ გინტურის ზეგავლენით, საქართველოს მოქალაქეებმა განზრახ დაარღვიეს საზღვარი, თუმცა ეს ნაწილი გავრცელებულ ჩვენებაში არ ისმის. საუბრის დროს, დაკავებულს ეტყობა, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

სეპარატისტული რეჟიმი გინტურს სააკაშვილის მომხრედ აცხადებს და ასე ცდილობს რეჟიმი ახლა 2008 წლის ომის მონაწილის მკვლელობის გამართლებას.

დოთიაშვილის გადმოცემის შესახებ ინფორმაციას, სუს-ის ჯერჯერობით არ ადასტურებს.

 

მსგავსი სიახლეები