არჩევნები უნდა იყოს არა ტესტი, არამედ ჩვეულებრივი შეჯიბრი პოლიტიკურ ძალებს შორის - ევროპარლამენტარი
"საქართველომ უნდა გააგრძელოს 12 რეკომენდაციის შესრულება. თუმცა სხვა გარემოში, სხვა განწყობით და ეს უნდა დაეხმაროს საბოლოოდ გამოსწორდეს პრობლემები დეოლიგარქიზაციასთან, პოლარიზაციასთან დაკავშირებით," - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა გააკეთა.
ნაჩო სანჩეს ამორი ევროკომისიის რეკომენდაციას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ საქართველომ რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. ევროპარლამენტარი ხაზგასმით ამბობს, რომ დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია მნიშვნელოვანი საკითხებია, რის მოგვარებასაც ევროპელი ლიდერები დააკვირებიან.
ევროპარლამენტარისთვის უმთავრესია 2024 წლის არჩევნებიც, რომლის დემოკრატიულად ჩატარებაც უმთავრესი ამოცანა იქნება ხელისუფლებისთვის.
ვფიქრობ, ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როცა საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებულ პირობებში ჩააყენა. თუმცა ეს პრობლემა გადავჭერით საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეთავაზებით. ეს კარგი ამბავია. ესაა საქართველოში არსებული საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის შედეგი. რჩება პრობლემებიც. საქართველომ უნდა გააგრძელოს 12 რეკომენდაციის შესრულება. თუმცა სხვა გარემოში, სხვა განწყობით და ეს უნდა დაეხმაროს საბოლოოდ გამოსწორდეს პრობლემები დეოლიგარქიზაციასთან, პოლარიზაციასთან დაკავშირებით. თქვენ სწორად უნდა ჩაატაროთ არჩევნები. არჩევნები უნდა იყოს არა ტესტი, არამედ ჩვეულებრივი შეჯიბრი პოლიტიკურ ძალებს შორის," - ამბობს ნაჩო სანჩეს ამორი.