ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ თქვენი საქმე თქვენც უნდა გააკეთოთ - მარკ ანგელი

09.11.23 20:21
ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ თქვენი საქმე თქვენც უნდა გააკეთოთ - მარკ ანგელი

"ჩემი მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ ასეთი იქნება - კარგია, რომ ევროპისკენ იხედებით, ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ თქვენი საქმე თქვენც უნდა გააკეთოთ," - ამ განცხადებას ევროპარლამენტარი მარკ ანგელი "პირველებთან" აკეთებს.

როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კანონის უზენაესობა და სამართლიანობაა უმთავრესი საკითხები. 

როდესაც საქმე გაფართოების პოლიტიკას, კანდიდატის სტატუსს ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი კანონის უზენაესობა, დემოკრატია, სამართლიანობაა. თუნდაც მოგვიანებით დაიწყოს მოლაპარაკებები, ევროკავშირი ამ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. იმედია, ეს ნაბიჯი გაააქტიურებს დისკუსიებს კანონის უზენაესობაზე, მეტ დემოკრატიაზე. ჩემი მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ ასეთი იქნება -  კარგია, რომ ევროპისკენ იხედებით, ეს სწორი მიმართულებაა. თუმცა წინ გრძელი გზა გაქვთ. ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ თქვენი საქმე თქვენც უნდა გააკეთოთ. იმავეს ვეტყოდი ხელისუფლებას, პარლამენტს, პოლიტიკოსებს. ეს გზა ერთად უნდა გაიაროთ," - ამბობს ევროპარლამენტარი.

მსგავსი სიახლეები